სიცოცხლე კონფლიქტის ზონაში

Image Posted on

ერგ

2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელი ერგნეთი სხვებთან შედარებით ყველაზე მეტად დაზარალდა. ეს სოფელი ცხინვალს ესაზღვრება. საზღვართან ცხოვრება რთულია, თუმცა ადგილობრივები  მავთულხლართებისა და საზღვრების გარდა  სხვა პრობლემებსაც აწყდებიან. მათი დამწვარი სახლები დღემდე არ არის ბოლომდე აღდგენილი და  მთავარი პრობლემა სასმელი წყალია, რომელიც ორ დღეში ერთხელ მოდის და ისიც დაბინძურებული.

სოფლის ძირითადი მაცხოვრებელი მოხუცები არიან, ბავშვები და ახალგაზრდები აქ მათ სანახავად ჩამოდიან. სოფელში, რომელიც ცხინვალს ესაზღვრება აგვისტომის ომის შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა, მაცხოვრებლებს არ აქვთ არცერთი მთავრობის იმედი და ამიტომ საკუთარი სახლების აღდგენაზე თვითონვე ფიქრობენ. ნაწილმა უკვე აღადგინა დამწვარი და განადგურებული სახლები, ნაწილი ჯერ კიდევ მთვარობის აშენებულ კოტეებში ცხოვრობს.

მაცხოვრებლები ამბობენ, რომ საშიშროება დიდი აქვთ, რადგან ყოველ საღამოს წვრთნებს ატარებენ ჯარისკაცები რის შედეგადაც სროლის ხმა მუდმივად ისმის.

ერგნეთის მკვიდრი შორენა ახობაძე-ჩლაჩიძე იხსენებს იმას ამბავს, როდესაც მის სახლში რუსი ჯარისკაცები მივიდნენ.  შორენა ახობაძე-ჩლაჩიძე

სოფელში არც საბავშო ბაღია და არც გასართობი ადგილები, ბავშვებს არ აქვთ სათამაშო ადგილები. სკოლის მომწავლეებმა გაიმარჯვეს პროექტში და ერთადერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გაკეთდეს სკვერი, რომლის მოლოდინში არიან ისინი. მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვარდისფრად შეღებილი შენობიდან ისმის ბავშვების ჟრიამული, ეს შენობა არის ერგნეთის ერთადერთი სკოლის შენობა, სადაც 60-მდე ბავშვი სწავლობს. სკოლა ზოგიერთი სახლისგან საკმაოდ შორს არის. ერგნეთში მცხოვრები სკოლის მოსწავლებისთვის უნივერსიტეტში სწავლა იქნება მომავალში უფასო.

IMG_7517

IMG_7520სკოლს ერთ-ერთი მოსწავლე ნინო დარგუაშვილი იხსენებ აგვისტოს ომის პერიოდ. ის მხოლოდ 5 წლის იყო და ძალიან კარგად ახსოვს ის ტკივილი, რაც ამ დღეებმა დაუტობა მის მთელ ოჯახს.

“დედაჩემი ორსულად იყო აგვისტოს ომის დროს და ყველაზე დიდი ტკივილია ჩემთვის, როცა მახსენდება დედა როგორ ნერვიულოდა ჩემ გამო. მისი საზრუნავი პირველ რიგში ჩემი გადარჩენა იყო.” – ნინო დარგუაშვილი

IMG_7523
ნინო დარგუაშვილი

ბავშვები გაკვეთილების შემდეგ  მხოლოდ ბურთით ერთობიან, არ აქვთ არც თეატრი, კინო ან სხვა მსგავსი ტიპის გასართობი საშუალება, რაც ეხმარება ბავშვს ადაპტირდეს ცხოვრებაში.

ერგნეთის მაცხოვრებელის ნაწილი წამოსულია სოფლიდან, მიტოვებული სახლების უმეტესობა აგვისტოს ომის შემდეგ გადამწვარია, ჭიშკრები კი დაცხრილული.

IMG_7609IMG_7578IMG_7599IMG_7544

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ერგნეთის მაცხოვრებელს მთავრობისგან დახმარება მხოლოდ გაზის 200 ლარიანი ვაუჩერი აქვთ, წინა ხელისუფლების დროს შეშაც უფასო ჰქონდათ, თუმცა დღეს ისიც აღარ აქვთ. პენსიას აქვს დამატებული 35 ლარი და სხვა შეღვათები არაფერი. მოხუცების უმეტესობის ცხოვრება, არსებობა მხოლოდ პენსიაზეა დამოკიდებული. მაცხოვრებლელბი პროდუქტის საყიდლად დადიან გორში და ექიმი 2 დღეში ერთხელ დადის.

“არაფერი არ დაგვრჩა ომის შემდეგ, ყველაფერი განადგურდა და ერთადერთი სიცოცხლე შევინარჩუნეთ. 2 წელი ვცხოვრობდით მთავრობის აშენებულ ერთ ოთახიან კოტეჯში და გავაკეთეთ სახლი ჩვენი ხარჯებით და სახსრებით.” – გიული წერეთელი, ერგნეთის მაცხოვრებელი.

1aaaaaaaaaaa
გიული წერეთელი
0FCAF9A3-64AD-41CA-8710-05ABCA3D550F.GIF
ერგნეთი

“ძალიან დაუცველები ვართ, დაუცველი ზონაა, მაგრამ სხვაგან კარგად ყოფნას, აქ სიკვდილი მირჩევნია, ჩემს არემარეზე რომ ვარ, ეს მაცოცხლებს”. – გივი მჭედლიშვილი

FullSizeRender (1)
გივი მჭედლიშვილი

აგვისტოს ომის შემდეგ 9 წელი გავიდა და დღესაც არ არის აღდგენილი დამწვარი და დაბომბილი სახლები. მოსახლეობისთვის მავთულხლართები დიდ პრობლემას ქმნის, თუმცა მათ იმედი აქვთ, რომ მალე იცხოვრებენ ისე, როგორც აგვისტოს ომამდე პერიოდში, უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობენ თავს.

IMG_7615.JPG

 

 

ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღე

Posted on Updated on

1950 წლის 1 ივნისიდან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. მისი მიზანია ბავშვთა დაცვა, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

ac5d3a909eca
ფოტო-blog.gogaggg.com

ყველა ბავშვის უფლება დაცული უნდა იყოს რელიგიის, ეროვნების, კანის ფერის და სხვა განსხვავებების მიუხედავად, ნებისმიერი ბავშვი დაცული უნდა იყოს დისკრიმინაციისგან. მათი უფლებაა გამოთქვან საკუთარი აზრი და მონაწილეობა მიიღონ საკუთარი ცხოვრების გადაწყვეტილებებში.

ფოტო-www.ombudsman.ge
ფოტო-www.ombudsman.ge

სხვადასხვა ქალაქი

ვიდეო ( წყარო ) – მაესტრო

თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში იმართება ბავშვდა დაცვის საერთაშორი დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები. თბილისის მერიის ორგანიზებით “მთაწმინდის პარკში” გაიმართება შემეცნებით-გასართობი ღონისძიბა, სადაც ყველა მსურველს შეეძლება დაესწროს ამ ღონისძიებას. ასევე აღინიშნა ავლაბრის რეზიდენციაში და კონცერტს გიორგი მარგველაშვილი დაესწრო ბათუმის მერია სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს ბავშვებისთვის, კოსტუმირებული მსველობა გაიმართება, ასევე ბავშვებს უამრავი საჩუქარი ელოდებათ და უამრავი ნაყინი, ასევე გაიმართება ღონისძიება ბათუმის ბოტანიკურ ბაღშიც.

ვიდეო ( წყარო ) – ტელეარხი “25”

სოციალურად დაუცველი ბავშვები

ვიდეო ( წყარო ) – პორტალი კვირა

შსს-ს თანამშრომლებმა სოციალურად დაუცველ ბავშვებს მიულოცეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, მათ გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.ასევე დღეს მოზარდმაყურებელთა თეატრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს მასპინძლობს, გაიმართება ასოციაცია „ანიკას“ აღსაზრდელებისა და მათი თანატოლების თვალით დანახული ნოდარ დუმბაძის ლიტერატურული პერსონაჟების გამოფენა.

ფოტო-icons.mysitemyway.com
ფოტო-icons.mysitemyway.com

რა სურთ ბავშვებს 

ყველა ბავშვს აქვს ოცნება, სურვილი,  რომ ჰქონდეთ ბევრი სათამაშო, გასართობი აქსესუარები. ყოველ წელს ბავშვის სურვილები და ინტერესები იცვლება. ჩემს ბავშვობაში თუ სურდათ რომ ჰქონოდათ კარგი ბურთი, კარგი თოჯინა, კარგი კუბიკები სხვა მსგავსრი რა, ახლანდელ თაობას სურს რომ ჰქონდეს კარგი ტელეფონი, კარგი კომპიუტერი და კარგი ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც ითამაშებენ ფეხბურთსაც და სხვა ყველა თამაშს ვირტუალურად. მშობლების უმრავლესობა მუშაობს, რადგან თავისი შვილი(შვილები) იყვნენ უზრუნველები, რომ არაფერი არ აკლდეთ და “საქართველოს ბანკმა” გადაწყვიტა რომ  გამოეკითხა მშობლები და შვილები თუ რა სურთ ბავშვებს და ბავშვებმა ერთ-ერთ სურვილად დაასახელეს “მშობლებთან მეტი დროის გატარება”. “საქართველოს ბანკმა” გამოკითხვაში მონაწილე ბავშვები და მშობლები გაუშვა ლოპოტას ტბაზე, რათა მეტი დრო გაატარონ თავის მშობლებთან.

This slideshow requires JavaScript.

London City

Posted on Updated on

Tbilisi city

Posted on Updated on